ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სტუდენტური კონფერენცია "2010 წლის არჩევნები და მისი შედეგები"
29/06/2010


მედია ანონსი

29 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან  ურთიერთობის ხელმძღვანელი
თამარ ხიჯაკაძე 
ტელ" 897 178 111

სტუდენტური კონფერენცია "2010 წლის  არჩევნები და მისი შედეგები"

[Publicity.ge] თბილისი, 29 ივნისი, 2010 - 30 ივნისს,ოთხშაბათს,12 საათზე,არსამთავრობო ორგანიზაცია "გეოპოლიტიკური კვლევების საეთაშორისო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია "2010 წლის  არჩევნები და მისი შედეგები", კონფერენციაზე განხილული იქნება სტუდენტთა მოხსენებები, შეფასებები, რამდენად დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდა საქართველოში ადგილობრივი არჩევნები.

აქვე გაიმართება პროექტის „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" შედეგების პრეზენტაცია. მოხდება საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება და ნამუშევრების პუბლიკაცია

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან: უნივერსიტეტის რექტორი, ბ-ნი გიორგი ხუბუა, ცესკოს თავმჯდომარე - ზურაბ ხარატიშვილი 

ორგანიზატორი: არასამთავრობო ორგანიზაცია "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი"-თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე.

მისამართი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ბიბლიოთეკა
(II კორპუსი, მეორე სართული).

 

წაკითხულია: 2924